20:24 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-26 12:27:56, 740 ნახვა

მსოფლიო
რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად კეივში საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად კიევში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა დაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ადასტურებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ჭურვი მე-17-18 სართულებს მოხვდა. მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენმა დიდებულმა მშვიდობიანმა ქალაქმა რუსეთის ქვეითი ჯარებისა და საჰაერო თავდასხმების კიდევ ერთ ღამეს გაუძლო. ერთ-ერთი რაკეტა კიევში საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მსოფლიოსგან მოვითხოვ რუსეთის სრულ იზოლაციას, ელჩების გაძევებას, ნავთობის ემბარგოს, მისი ეკონომიკის განადგურებას. შეაჩერეთ რუსეთის ომი“, - განაცხადა კულებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics