01:58 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 22:16:44, 1026 ნახვა

სამართალი
ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობზე დანაშაულის დაფარვისათვის პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისათვის დაკავებულ ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ამბის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისათვის დაკავებულ ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-სათვის ცნობილი იყო, რომ ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს, 2021 წლის 15 სექტემბერს  ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და რომ იძებნებოდნენ პოლიციის მიერ.მიუხედავად ამისა,მან წინასწარ შეუპირებლად, დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და მათ მისცა თავშესაფარი თავის საცხოვრებელ სახლში. კერძოდ  ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე  2021 წლის 19 სექტემბერს ღამით, დაახლოებით 02:03 საათზე მივიდნენ ი.ბ.-ს სახლში და ღამე გაათენეს ამ უკანასკნელთან, ხოლო იმავე დღეს დაახლოებით 16:00 საათზე ი.ბ.-ს მიერ გამოძახებული ტაქსით დატოვეს ტერიტორია. 

სამართალდამცველებმა ი.ბ. 2022 წლის 24 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics