|
2022-02-24 10:52:39, 613 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ ოუწოდებს, - აღნიშნულის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, რუსეთს დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეს სანქციები და მსოფლიო ქვეყნებმა უკრაინას ფინანსური და სამხერო დახმარება უნდა გაუწიონ. მისივე თქმით, აღნიშნულ ბაიდენს, ოლაფ შოლცს, შარლ მიშელს, ანჯეი დუდასა და ბორის ჯონსონს ესაუბრა. „მოვუწოდე დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. შეიქმნას ანტიპუტინისტური კოალიცია. დაუყოვნებლივი სანქციები, სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას. დახურეთ საჰაერო სივრცე, მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი სიმშვიდისკენ“, - წერს ვლადიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)