2022-02-24 08:57:56, 579 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინის დაბომბვა დავიწყეთ
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, იუწყება ინტერფაქსი.
"უკრაინის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურა, საჰაერო თავდაცვის ობიექტები, სამხედრო აეროდრომები და ავიაცია ინვალიდირებულია მაღალი სიზუსტის იარაღით", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
მათ დასძინეს, რომ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი ემუქრება, რუსეთი უკრაინის ქალაქებს არ ესხმის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,