08:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 22:01:33, 849 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის, ლატვიისა და პოლონეთის დეკლარაცია - უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს

„უკრაინაევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს“, - ამის შესახებ აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ და ლატვიის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ხელი მოაწერეს.

დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნული ქვეყნები რუსეთს დეესკალაციისა და სამხედრო ქმედებებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ - გაიყვანოს შეიარაღებული ძალები, რომლებიც განლაგებულია უკრაინის საზღვრებთან დაუკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, თავი შეიკავოს მომდევნო სამხედრო ქმედებებისგან. ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტები დგანან უკრაინის გვერდით, სრულად უჭერენ მხარს მის მცდელობას, მოაგვაროს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. უკრაინა იმსახურებს ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომელიც შეესაბამება უკრაინელი ხალხის თავისუფალ ნებასა და არჩევანს. ხაზს ვუსვამთ, რომ ასოცირების შეთანხმების  განხორციელებისა და შიდა რეფორმებში შესამჩნევი პროგრესის, ასევე, უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ლატვიისა და პოლონეთი უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში მხარს დაუჭერენ“, - აღნიშნულია საერთო დეკლარაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics