|
2022-02-23 21:16:25, 799 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვამ უკრაინა გააფრთხილა რომ რუსეთი ქვეყანაში 48 საათის განმავლობაში შეიჭრება
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფრთხილა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ აშშ-ს დაზვერვის თანახმად, რუსეთი ემზადება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის 48 საათის განმავლობაში. ამის შესახებ Newsweek აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება. აშშ-ს დაზვერვის ანონიმური წარმომადგენლის თქმით, პენტაგონი მოელის, რომ რუსული თავდასხმა მოიცავს საჰაერო თავდასხმებს, საკრუიზო რაკეტებს და სახმელეთო შეჭრას. გარდა ამისა, რუსეთის ჯარებს შეუძლიათ შევიდნენ არა მხოლოდ დონეცკიდან და ლუგანსკიდან, არამედ ბელორუსის ტერიტორიიდანაც. სხვა წყარომ განუცხადა Newsweek-ს, რომ შეჭრა დაიწყება კიბერშეტევით, რასაც მოჰყვება სახმელეთო შეჭრა, რომელიც სავარაუდოდ ღამით მოხდება.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)