2022-02-23 17:26:57, 631 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტებს ხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასა და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჟეი დუდას ხვდება.
კიევში, მარიინსკის სასახლეში სამი სახელმწიფოს ლიდერებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები მედიასთან ისაუბრებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,