|
2022-02-23 15:58:54, 855 ნახვა
მსოფლიო
RFE/RL - ევროკავშირის სანქციები მარგარიტა სიმონიანზე, მარია ზახაროვაზე და ვლადიმერ სოლოვიოვზეც გავრცელდება
ევროკავშირი, 23 თებერვალს აპირებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების სიის გამოქვეყნებას, რომლებსაც უკრაინაზე რუსული აგრესიის გამო, სანქციები დაუწესა. „რადიო თავისუფლების“ რუსული ბიურო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სიაში შედის სახელმწიფო სათათბიროს 351 დეპუატი - ყველა, ვინც წამოიწყო რუსეთის მიერ დონბასისი სპეარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი, ასევე 24 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი. ამავე წყროს ცნობით, სიაში შედიან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შაიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი, ასევე საეხლმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა, RT-ის რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, ტელეწამყვანი ვლადიმმერ სოლოვიოვი. სანქციები შესაძლოა მოიცავდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე აღნიშნული პირების აქტივების გაყინავს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლას ან ტრანზიტულად გამოყენებას. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთისგან სანქციების პირველი ეტაპი უკვე მიიღო. მოსკოვს სანქციები დაუწესა აშშ-მა და ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ასევე კანადამ, იაპონიამ და ავსტრალიამ, გერმანიამ კი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ლიცენზია შეაჩერა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)