|
2022-02-23 12:16:10, 415 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ჩართულობით, პარლამენტში მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონპროექტი მუშავდება
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უშუალო ჩართულობით, პარლამენტში, მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონპროექტი მუშავდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, მიუსაფარი ცხოველების ირგვლივ არსებულ სხვადასხვა პრობლემურ საკითხს დაარეგულირებს. „პარლამენტში მუშაობენ ახალ კანონპროექტზე - „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, რაც დაარეგულირებს შემდეგ საკითხებს: ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება; მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება; ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები; ცოფისა და ცხოველთა გადამდები სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია; ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები; ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების საქმიანობა. კანონპროექტით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებში ამ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები ეფექტურად გადაიჭრას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანი მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებაა. „მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება მხოლოდ ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ეფექტური მეთოდით - სტერილიზაცია/კასტრაციის გზითაა შესაძლებელი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. გასულ წელს სააგენტომ 6 000-მდე ცხოველი გაასტერილა, მაგრამ საჭიროა, ამ საკითხის ცენტრალიზებულად, კომპლექსური გადაწყვეტა. გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ კანონპროექტმა სპეციალური ნებართვით დაარეგულიროს ცხოველის გამრავლება და მისი კომერციული მიზნით მოშენება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ერთ-ერთი პრობლემა მიუსაფარი ცხოველების აღრიცხვაა. „დღეს არსებული მდგომარეობით, არ არსებობს ცხოველთა აღრიცხვის ერთიანი ბაზა. კანონპროექტი ითვალისწინებს, ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას, სადაც ყველა მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად განაახლებს მონაცემებს. აღნიშნული მექანიზმით, მუნიციპალიტეტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი იქნება მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის ეფექტური მართვა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა კანონპროექტის დამუშავების პარალელურად, მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დარგის სპეციალისტებთან შეხვედრები დაავალა. „მინდა, დავავალო ანდრია ბასილაიას, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, დარგის სპეციალისტებს შეხვდეს. ეს კანონპროექტი მათი ჩართულობით განვიხილოთ. შევაჯეროთ, რა საკითხების დამატება შეიძლება. პრობლემა მწვავეა. არის შემთხვევები, როდესაც რეგიონიდან ჩამოჰყავთ ძაღლები და თბილისის ტერიტორიაზე ტოვებენ. მხოლოდ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ვერაფერს გახდება. საკანონმდებლო დონეზეა ყველაფერი დასარეგულირებელი. ასევე, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ვავალებ, პროგრამის განსახორციელებლად შესაბამისი თანხები მობილიზდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)