|
2022-02-23 11:08:17, 796 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „ვაინ გარდსის“ ღვინო ექსპორტზე გავიდა
„საქართველოს ბანკი“ ღვინის სექტორის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, 1 მლნ. ლარის ინვესტიციით, „ვაინ გარდსმა“ ღვინის წარმოება გააფართოვა და საექსპორტო ბაზარზე წარმატებით შევიდა. ახმეტის რაიონში მდებარე „ვაინ გარდსი“ რქაწითელის, ქისის და საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ 10-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს, რომლის წლიური რეალიზაციაც, საშუალოდ 50 ტონას აჭარბებს. „ჩვენი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, ხარისხიანი ღვინის წარმოებაა. რთველის პერიოდიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტამდე, ჩვენი გუნდი იცავს იმ ყველა მნიშვნელოვან დეტალს, რაც უმაღლესი ხარისხის ღვინის მიღებას უზრუნველყოფს. კომპანიის დასახელება „Wine Guards“ – „ღვინის მცველები“ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ. საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, შევძელით ეტაპობრივად გაგვეძლიერებინა კომპანია. შევიძინეთ ქვევრები, ფრანგული ღვინის კასრები, ვენახის მექანიზაციისთვის საჭირო ტექნიკა და დღეს უკვე 8 ჰა. ფართობზე გაშენებული ვენახის მეშვეობით, ვახორციელებთ ღვინის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე“, - აცხადებს „ვაინ გარდსის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიგი ჩიჩუა. “2017 წლიდან - ღვინის საწარმოს დაარსების დღიდან, ჩვენი და „ვაინ გარდსის“ პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. მოხარული ვართ, რომ კომპანია დროსთან ერთად აგრძელებს განვითარებას და ახალი ბაზრების ათვისებას. „ვაინ გარდსი“ სამომავლოდ კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტის პროდუქციას შესთავაზებს მომხმარებელს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ბიზნესი მეტად განვითარდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)