|
2022-02-22 21:34:57, 667 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას იმ რეგიონშიც აღიარებს, რომლებსაც ამჟამად, უკრაინა აკონტროლებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განაცხადებით, რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრებს იმ ფარგლებში აღიარებს, რომლებიც სეპარატისტებს თავიანთ დე-ფაქტო კონსტიტუციაში აქვთ გაწერილი. ეს აღნიშნული კი, ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობას იმ ნაწილებშიც აღიარებს, რომლებსაც ამჟამად, უკრაინა აკონტროლებს. „რა საზღვრებში ვაღიარებთ ამ რესპუბლიკებს? ჩვენ ხომ ისინი ვაღიარეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარეთ მათი ყველა ფუნდამენტური დოკუმენტი, მათ შორის კონსტიტუციაც. კონსტიტუციაში კი გაწერილია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრები იმ ფარგლებში, რაც მათ ჰქონდათ უკრაინის ნაწილად ყოფნის დროს. თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა სადაო კითხვა გადაიჭრება კიევის დღევანდელ ხელისუფლებასა და ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)