20:34 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 19:18:37, 2478 ნახვა

კომენტარი
ნიდერლანდების პრემიერი პუტინზე - რა თქმა უნდა, ეს ადამიანი სრულიად გიჟია

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ პუტინს "გიჟუი" უწოდა ე.წ რესპუბლიკებს დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. -  ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.

”რა თქმა უნდა, ეს ადამიანი სრულიად გიჟია,” - თქვა რუტემ და  რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ქმედებებზე კომენტარის გაკეთებისას.

მან დასძინა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულფასოვანი შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნების სანქციების პაკეტი მნიშვნელოვნად გამკაცრდება. "ისინი [რუსეთში] ამას იგრძნობენ, გარწმუნებთ", - აღნიშნა ჰოლანდიის მთავრობის მეთაურმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა

„მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

მანამდე, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს აცნობა, რომ დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით პუტინს 15 თებერვალს მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics