13:30 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 15:44:06, 704 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და დაღუპული გმირი გაიხსენეს.

უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. ის საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი გმირი ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა, 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics