05:21 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 13:17:52, 566 ნახვა

მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა უკვე დაიწყო, ამიტომ რუსეთს სანქციებს დაუწესებენ

რუსეთმა უკრაინაში შეჭრა უკვე დაიწყო, ამიტომ დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციებს დაუწესებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე განაცხადა.

„შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ უკრაინაში შეჭრა დაიწყო, რუსეთის პრეზიდენტა, ვლადიმერ პუტნმა გადაწყვიტა შეტევა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ჩვენ შემოგთავაზებთ სანქციებს, როგორც ვთქვით, ყოველთვის გავაკეთებთ“,- განუცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა Sky News-ს.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი დაემუქრა რუსულ კომპანიებს აშშ დოლარსა და ბრიტანულ ფუნტზე წვდომის შეწყვეტით, ბლოკავს ლონდონში მათი მხირდან კაპიტალის მოზიდვას. ბრიტანეთს ჯერ არ დაუზუსტებია ვინ დაექვემდებარება სანქციებს, მაგრამ პირობა დადო, რომ რუსი ოლიქარგებისთვის ადგილი აუცილებლად იქნება.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სანქციები გამოცხადდება ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ სანქციებს მაქსიმალურად მიზანმიმართულად მივაქცევთ იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული მოთხოვნით რუსეთის დუმამ ვლადიმერ პუტინს 15 თებერვალს მიმართა. 

„მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics