|
2022-02-22 13:01:18, 503 ნახვა
საზოგადოება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი მარტიდან შეზღუდვების ნაწილი უქმდება - ჩამონათვალი
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა,1-ელი მარტიდან საქართველოში ე.წ კოვიდსასტუმროები გაუქმდება. „ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. ამასთანავე, 1-ელი მარტიდან დაწესებულებებში დეზობარიერებისა და თერმოსკრინინგის ჩატარების ვალდებულება უქმდება. „უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, სასადილოს მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. გარდა ამისა, სოციალური ღონისძიებების, ქორწილის, წვეულების, დაბადების დღის, ქელეხის გამართვა პირველი მარტიდან დაშვებული იქნება. ამასთან, კვების ობიექტებზე, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა ექვსიდან 10-მდე გაიზრდება, ხოლო ღია სივრცეში დასაშვებ პირთა რაოდენობა 10-დან 15 ადამიანამდე გაიზრდება. „რაც შეეხება კვების ობიექტებს, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე. მოგეხსენებათ, აქამდე იყო ექვსი და ღია სივრცეში პირთა რაოდენობა გაიზარდოს 15 ადამიანამდე არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა. რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, იგივე ლოგიკით, რაც ჩამოვთვალე, დახურულ სივრცეში მაგიდასთან 10 ადამიანი და ღია სივრცეში 15 ადამიანი, შეიძლება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიც არის ქორწილი, წვეულება, დაბადების დღე, ქელეხი და ასე შემდეგ“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. გარდა ამისა, 15 მარტიდან დაშვებული იქნება კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. საბჭოს გადაწყვეტილებით, აუცრელი და გაუტესტავი საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვადა 8-დან 5 დღემდე შემცირდება. ასევე, თუ მოქალაქეს საზღვარზე მხოლოდ PCR ტესტის პასუხი ექნება, ვალდებული აღარ იქნება მე-3 დღესაც ჩაიტაროს ტესტირება.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)