05:19 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 11:56:33, 691 ნახვა

მსოფლიო
გაერო-ში აშშ-ის ელჩი - პუტინის მტკიცება, რომ რუსული ძალები სამშვიდობოები არიან, სისულელეა, ვიცით რაც ხდება

პუტინის მტკიცება, რომ რუსული ძალები, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში შედიან, სამშვიდობოები არიან, სისულელეა, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმის მტკიება, რომ უკრაინა დასავლეთისგან ბირთვულ იარაღს ეძებს, არ შეესაბამებასიმართლეს.

„პუტინის მტკიცება, რომ რუსული ძალები, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში შედიან, სამშვიდობოები არიან, სისულელეა, ვიცით სინამდვილეში რაც არიან ისინი. პუტინის მიზანი ომის საბაბის შექმნა იყო და შესაბამისად, დაუყონებლივ გამოაცხადა რუსული ჯარების დონბასში შეყვანა. რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ უკრაინა დასავლეთისგან ბირთვულ იარაღს ეძებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკა და მისი მოკავშირეები არ აპირებენ მიაწოდონ უკრაინას ბირთვული იარაღი და არც უკრაინას სურს ეს“, - განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული მოთხოვნით რუსეთის დუმამ ვლადიმერ პუტინს 15 თებერვალს მიმართა. 

„მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics