13:30 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 14:36:27, 863 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირებაზე - ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედება არაქრისტიანულია

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, სადაც სასულიერო პირები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ვიდეომასალაში ფიგურანტი არცერთი პირი ბერად აღკვეცილი არ არის და ისინი მორჩილები არიან. 

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ეკლესიის სახელით ჩადენილი მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია. 

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი სამონაზვნო პირი მეორეს.

უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მითუმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელებისთანავე საქართველოს საპატრიარქომ დაიწყო ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი მორჩილები არიან.

დეტალების დაზუსტების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ამ უზნეო და ყოვლადმიუღებელი ფაქტის შესახებ.

ამასთან, კიდევ ერთხელ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics