03:36 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 10:36:10, 568 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ მსოფლიოში წამყვანი ქლაუდ-სერვისების მომწოდებელი კომპანიის, Kong-ის პარტნიორი გახდა

„თიბისი“ მსოფლიოში წამყვანი ქლაუდ-სერვისების მომწოდებელი კომპანიის, Kong-ის პარტნიორია. ამიერიდან, ამერიკული კომპანია თიბისის API-ეკოსისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩაერთვება და საკუთარ მძლავრ ტექნოლოგიურ რესურსს, ექსპერტულ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას თიბისის მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებისაკენ მიმართავს.

Kong-ის პლატფორმის დანერგვა „თიბისის“ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ნაწილია. შეთანხმების საფუძველზე, კომპანია თიბისის API Gateway-პლატფორმას შესთავაზებს - ამასთანავე, ახალ პლატფორმაზე მიგრაციისას, Kong-ი „თიბისის“ საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს და API-ეკოსისტემის გაუმჯობესებისა და თანამშრომლების გადამზადების პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

პარტნიორობის შედეგად, "თიბისის" ციფრული სერვისების მიწოდების მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწება, რაც კომპანიის დეველოპერთა და მომხმარებელთა ცხოვრებას  უკეთესობისკენ შეცვლის. Kong-ის API-მენეჯერ პლატფორმა მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, როგორც თიბისის მიერ კომპანიის მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესათავაზებლად, ასევე ახალი პროდუქტების დასანერგად საჭირო დროის მინიმუმამდე შესამცირებლად. API-მენეჯერი „თიბისის“ გუნდებს შესაძლებლობას მისცემს, პროდუქტები სხვებისგან დამოუკიდებლად, სრულიად დეცენტრალიზებულად მართონ, უფრო ეფექტური და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შექმნან და მათი ყოველდღიურ ცხოვრება კიდევ უფრო გაამარტივონ.

Kong-ი საერთაშორისო ტექ. ბაზარზე წამყვანი ამერიკული კომპანიაა. Kong-ი აწარმოებს, როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე მენეჯერულ სერვისებს, რომლებიც ჭკვიანი ავტომატიზაციის გზით, API-ებს და მიკროსერვისებს - ქლაუდს, Kubernetes-სა და დატაცენტრებს უკავშირებენ. Kong-ის სერვისების დაკავშირების პლატფორმა ციფრულ ინოვაციას შესაძლებელს ხდის - ორგანიზაციებს შეუძლიათ API-ების სრული ციკლი და თანამედროვე არქიტექტურებისთვის საჭირო სერვისები საიმედოდ და დაცულად მართონ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics