20:43 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-19 19:52:36, 4291 ნახვა

სხვადასხვა
კრემლი საზღვრებთან კიდევ მეტ ნატოს მიიღებს და შეჭრას რუსეთის კეთილდღეობით გადაიხდის - მთავარი განცხადებები მიუნხენის კონფერენციაზე

დღეს, 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იმართება, სადაც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკვე ისაუბრეს, ასევე, სიტყვით გამოვიდა ვლადიმერ ზელენსკი და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინასთან არსებული ვითარება იყო. 
დასავლური მედიის ცნობით, იქ უკრაინაზე ამდენი არასდროს უთქვამთ. კონფერენციაზე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რისთვისაც მას ზოგიერთი აკრიტიკებს. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ეს შეიძლება არ იყოს ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება. DW კი ასეთი სათაურით გამოვიდა - „მიუნხენის კონფერენცია სოლიდარობის ტალღამ დაფარა“. გამოცემა წერს, რომ კონფერენცია ნამდვილად ბევრს ლაპარაკობს არსებულ კრიზისზე: როგორ დავძლიოთ იგი, რა შეიძლება გაკეთდეს. ყველა საუბრობს დეესკალაციის აუცილებლობაზე და იმაზე, რომ შესაძლო სამხედრო კონფლიქტი გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
შეერთებული შტატები, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, არ მიიღებს მონაწილეობას საომარ მოქმედებებში უკრაინის შიგნით, მაგრამ დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
„ჩვენ მოვუწოდეთ რუსეთს ნატოს, ეუთოს, გაეროსა და ორმხრივი მოლაპარაკებების მეშვეობით, შეენარჩუნებინა კონტაქტი და ეს გავაკეთეთ სერიოზული კარგი განზრახვების გამო. რუსეთი აგრძელებს მტკიცებას, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის და ამავდროულად ავიწროებს დიპლომატიის გზას. რუსეთის ქმედებები არანაირად არ ემთხვევა მის სიტყვებს და ძალიან მკაფიოდ ვიტყვი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან ერთად უპრეცედენტო სანქციებს დაუწესებს. ჩვენ სამიზნე გავხდება რუსეთის ძირითად ფინანსურ ინსტიტუტები და ისინი, ვინც მონაწილეობს უკრაინაში შეჭრაში. გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ პოზიციების განმტკიცებას აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები კოლექტიური თავდაცვისთვის: ჩვენ გავაგზავნეთ 6000 ამერიკელი ჯარისკაცი რუმინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში, ხოლო 8500 ჯარისკაცი მზადყოფნაშია აშშ-ში“, - თქვა ჰარისმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში მესამე ომს აწარმოებს, 14000 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები და სამ მილიონ ადამიანს დახმარება ესაჭიროება.
სტოლტენბერგი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის საზღვარი დატოვონ.

"ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ კონფლიქტის რისკი რეალურია. მოსკოვის მტკიცების მიუხედავად, ჩვენ დეესკალაციასა და ჯარის უკან გაყვანას ვერ ვხედავთ. პირიქით, რუსეთი აგრძელებს მობილიზებას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას. მოვუწოდებთ რუსეთს, გააკეთოს ის რაც, თქვა, გაიყვანოს ძალები უკრაინის საზღვრიდან. ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, რომ რუსეთმა კურსი შეცვალოს და შეწყვიტოს ომისთვის მზადება." - განაცხადა იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

გერმანიის ლიდერის თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იქნება სერიოზული შეცდომა მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფასით. უსფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას მან თქვა, რომ უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტი სამხედროს მობილიზებას გამართლება არ აქვს.

ამასთან, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ დასავლეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა „გულუბრყვილობის“ გარეშე.„ჩვენ მკაფიოდ განვასხვავებთ უსაფუძვლო მოთხოვნებსა და უსაფრთხოების კანონიერ ინტერესებს“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს შეხვდა. 

ზელენსკის თქმით, ბრიტანეთის პრემიერთან მომავალი ერთობლივი ნაბიჯები შეათანხმა.

"მიუნხენში ბორის ჯონსონს შევხვდი. რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე უსაფრთხოების საკითხზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით ერთობლივ მომავალ ნაბიჯებზე. ჩვენ ვრჩებით ერთიანი დიპლომატიური გზით დეესკალაციისთვის. მადლობა დიდ ბრიტანეთს უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის და უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის თანამშრომლობისთვის", - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დასავლური ქვეყნები არ შეასრულებენ თავიანთ დაპირებებს უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და თუ უკრაინას საფრთხე დაემუქრება, „ეს შოკი მთელ მსოფლიოში გავრცელდება და ექო აღმოსავლეთ აზიაში, ტაივანში გავრცელდება“.
ამ მიუნხენის კონფერენციის შემდეგ მართლაც ჩანს, რომ სოლიდარობის ტალღა გაჩნდა. ყველა ერთზე საუბრობს: შემოჭრის დაუშვებლობაზე, შესაძლო სანქციებზე და მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე. ასევე, ლიტვაში ჩავიდა პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი, სადაც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა: „თუ პუტინი არ გააჩერეს უკრაინაში, ის გააგრძელებს: ამიტომაც ხედავთ ამდენ შეშფოთებულ ადამიანს აქ, ლიტვაში“.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics