|
2022-02-19 12:08:45, 1255 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პნევმატიკური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული წესები, რომელთა მიხედვითაც პნევმატიკური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, პნევმატიკური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება აიკრძალა. „ახალი რეგულაციების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ტარების უფლებით რეგისტრაციას ექვემდებარება ის სანადირო ან სპორტული პნევმატიკური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს. ასევე, დაუშვებელია პნევმატიკური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატიკური იარაღი (air soft) და საღებავების სასროლი ბურთულების პნევმატიკური იარაღი (paint ball). ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დეტალურად გაიწერა პნევმატიკური იარაღის შენახვისა და ტარების წესი. კერძოდ: რეგისტრირებული პნევმატიკური იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად თან იქონიოს პნევმატიკური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა; მოქალაქე ვალდებულია, პნევმატიკური იარაღი შეინახოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და გამოირიცხოს მასთან გარეშე პირთა დაშვება; პნევმატიკური იარაღის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და აღნიშნულ იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი; პნევმატიკური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ჭურვებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში; ტარების ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებზე (ტირი, სასროლეთი, ნადირობისთვის დაშვებული ადგილები, დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის რადიუსის მიღმა არსებული ტერიტორია). საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა პნევმატიკურ იარაღთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის. კერძოდ: პნევმატიკური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; პნევმატიკური იარაღის ტარების წესების დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; დასახლებულ ადგილას პნევმატიკური იარაღიდან სროლა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით ოდენობით; ისეთი პნევმატიკური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით ოდენობით. ზემოაღნიშნული ყველა სამართალდარღვევის ჩადენისას მოხდება პნევმატიკური იარაღის კონფისკაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)