02:16 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 15:42:17, 1219 ნახვა

მსოფლიო
ოლეკსი რეზნიკოვი - რუსეთი ცდილობს, ოკუპირებული დონბასის აღიარება საქართველოს სცენარით განახორციელოს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთი ქმნის საფუძველს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიების დამოუკიდებლობა საქართველოს მაგალითით შემუშავებული სცენარით აღიაროს.

მან ასევე, ლუგანსკის, ალჩევსკის, დონეცკის, გორლოვკის, იასუნოვატისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებსაც მიმართა, რომ სპეკულაციები უკრაინის მხრიდან თავდასხმების შესახებ სიცრუეა.

„პროვოკაციები არ შეწყდება. კრემლი კვლავ ქმნის საფუძველს, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება საქართველოში შემუშავებული სცენარით განახორციელოს. მიუხედავად იმისა, განახორციელებენ თუ არა, გეგმა მაინც მზადდება, რათა ეს ვარიანტი ჰქონდეთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიების, ან ყირიმის წინააღმდეგ არ გვაქვს არანაირი ძალისმიერი ქმედების ჩადენის განზრახვა. ჩვენ სვლას პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით გავაგრძელებთ და ჩვენს მოქალაქეებს საფრთხეს არ შევუქმნით. მივმართავ ლუგანსკის, ალჩევსკის, დონეცკის, გორლოვკის, იასუნოვატისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებს: ხალხო, ნუ გეშინიათ, თქვენი მტერი არა უკრაინა, არამედ ისინი არიან, ვინც თითქოს თქვენს კედლებს უკან იმალებიან. არ დაიჯეროთ ჭორები უკრაინის თავდასხმის შესახებ“, - აღნიშნა ოლეკსი რეზნიკოვმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics