2022-02-18 14:58:29, 916 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 21 თებერვლამდე - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. 19-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,