03:17 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 14:24:51, 1129 ნახვა

სამართალი
5 ივლისს დაშავებული ოპერატორი მოსამართლეს - პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს, ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი გრძელდება. 

პროცესზე დღეს ჩვენება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა მისცა, რომელსაც ბრალდებულების ძალადობის შედეგად თვალი დაუზიანდა. 

ილია თვალიაშვილმა დღევანდელ პროცესზე 5 ივლისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და სასამართლოს მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ დღემდე სჭირდება წამლები და გამაყუჩებლები, საკუთარ საქმეს კი, სრულფასოვნად ვეღარ ასრულებს. 

„პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს, ამდენი წელი შევალიე ჩემს პროფესიას და ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ. არ მინდა ჩემს გამო უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს დაუდასტურდა, რასაც პროკურატურა ედავება, გთხოვთ, უმკაცრესი სასჯელი იყოს გამოყენებული ამ ადამიანების მიმართ

ფაქტობრივად სახლში ვარ გამოკეტილი და სამსახურშიც თუ ვარ პრაქტიკანტის მოვალეობას ვასრულებ, პრაქტიკანტსაც არ ასაქმებენ ისე, როგორც მე ვარ დასაქმებული „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, ჩემი საქმე პრაქტიკულად საქმე არ არის. მირჩევნია სახლში ვიყო და საკუთარ თავს მივხედო, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ თავისუფალ დროს გავიდე და მეგობრებთან გავერთო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი“, - მიმართა დაზარალებულმა მოსამართლეს.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და „მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან კალანდია. მათ ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ასევე საქმესთან დაკავშირებით მათთვის ცნობილ დეტალებზე მიაწოდეს სასამართლოს ინფორმაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics