05:07 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 11:29:27, 962 ნახვა

ეკონომიკა
ექიმთან ონლაინ კონსულტაცია REDMED-ით უფრო მარტივია

REDMED ინოვაციური სამედიცინო პლათფორმაა, რომელიც პროფესიონალ ექიმებთან ვიდეო ან აუდიო კონსულტაციის გავლის საშუალებას გაძლევთ. დისტანციური სამედიცინო მომსახურება მსოფლიოში პოპულარული სერვისია. REDMED-ის პლათფორმის საშუალებით შესაძლებელია 20-ზე მეტი პროფილის პროფესიონალ ექიმებთან კონსულტაციის გავლა, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით ზუსტ რეკომენდაციებს მიიღებთ და სწორი მკურნალობის დაწყებას დროულად შეძლებთ.

ონლაინ კონსულტაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ REDMED-ს.

რა უპირატესობა აქვს ონლაინ კონსულტაციას?

დღესდღეობით, პანდემიურ გარემოში,  ციფრულ სისტემებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება. მომხმარებელთა მთავარ მოთხოვნას ჯანდაცვის სერვისების მოქნილობა და ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. თქვენთვის მოსახერხებელ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, პროფესიონალი ექიმების კონსულტაცია, ხელმისაწვდომ ფასად, შეგიძლიათ მიიღოთ. აღნიშნული მომსახურება სწრაფი და კომფორტულია. სერვისი მაქსიმალურად ამცირებს კლინიკის რიგებში ლოდინით დახარჯულ დროს და ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარების საშუალებას გაძლევთ მანამ, სანამ პრობლემა გართულდება.  

მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა პლათფორმა, რომელიც როგორც საქართველოში მყოფ პირებს, ასევე ემიგრანტებს პროფესიონალ ექიმებთან კონსულტაციის საშუალებას აძლევს. ონლაინ კონსულტაციის დახმარებით თქვენ ზოგავთ დროს, თავს არიდებთ საცობებს და გაუთვალისწინებელ პრობლემებს ნაკლებად აწყდებით.

რა უნდა გაითვალისწინოთ ექიმთან ონლაინ კონსულტაციაზე?

ონლაინ კონსულტაციის გავლამდე პაციენტმა  პლათფორმაზე უნდა აირჩიოს  სასურველი მიმართულება, მაგალითად დერმატოლოგია, პედიატრია, ნევროლოგია, გინეკოლოგია, ფსიქოლოგია, ოფთალმოლოგია ა.შ. შესაბამისი სპეციალობის ექიმი, მომსახურების ტიპი (აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია) და ადგილი.

ონლაინ კონსულტაციამდე უმჯობესია მოამზადოთ:

● ჩივილების ჩამონათვალი;

● ადრე გადატანილი დაავადებების შესახებ ინფორმაცია;

● ჩატარებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია;

● მიუთითოთ დაზღვევა და სასურველი პროვაიდერი კლინიკა;

REDMED-ის ონლაინ კონსულტაციის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სასურველი სპეციალისტის არჩევის შესაძლებლობაა. პლათფორმაზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, პროფესიონალ ექიმს მისი სამუშაო გამოცდილების, განათლების, მიღებული კვალიფიკაციისა და სხვა პაციენტების შეფასებების მიხედვით ირჩევთ. 

დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება ონლაინ პორტალზე, გამარტივებული პროცესით, ხდება. მაღალპროფესიონალ ექიმებთან დისტანციური სამედიცინო კონსულტაცია, კონფიდენციალური, მოსახერხებელი, შეუფერხებელი და ხარისხიანი მომსახურებაა. 

REDMED-ის პლათფორმაზე პაციენტი არსებულ შეკითხვებზე დროულ პასუხებს იღებს და მკურნალობას სწორი რეკომენდაციებით იწყებს, რაც კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. REDMED-ის პლათფორმა ჯანმრთელობაზე ზრუნვას მოქნილ და კომფორტულ პროცესად აქცევს. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics