22:17 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 22:18:01, 4343 ნახვა

სპეციალური ანონსი
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამა

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავადვე ავრცელებს.

„გვინდა მეტი სიცხადე შევიტანოთ სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმება სახელმწიფოს პრიორიტეტია. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში ჩართვა შშმ პირებისთვის არათუ შეზღუდული, არამედ წახალისებულიცაა.  აღნიშნული პირები, პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში ყველა ბენეფიტის მიღებას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ თუ შემწეობის მიმღები პირი  უარს ამბობს დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება. თუმცა  შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირები აღნიშნული დათქმისგან თავისუფლდებიან

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით,  მოქმედებს არაერთი პროგრამა, სადაც უპირატესი უფლებით სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სარგებლობენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეწოდებათ შემდეგი სერვისები:

•             მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურება;

•             დასაქმებულ შშმ პირთა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება;

•             შშმ პირებისთვის დაცული და ადაპტირებული სამუშაო ადგილების შექმნა;

•             შშმ პირების კვალიფიკაციის ამაღლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics