03:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 21:06:38, 798 ნახვა

სამართალი
გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას პროკურატურის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას პროკურატურის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის - 2022-2027 წლების სტრატეგიაზე, HR ელექტრონულ პროგრამაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. ამბავს საქართველოს პროკურატურა იუწყება.

ირაკლი შოთაძის თქმით, 2022 წლის დასაწყისში საქართველოს პროკურატურის განვითარების 2022-2027 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდება.

„საქართველოს პროკურატურის მიზანია, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პასუხობდეს, ერთი მხრივ, პროკურატურის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებს, ხოლო მეორე მხრივ, შეესაბამებოდეს პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების თანამედროვე სტანდარტებს. პროკურატურის ახალ სტრატეგიაში წარმოდგენილია უწყების განვითარების ხედვა, პრიორიტეტული მიმართულებები, მიზნები და ამოცანები. სტრატეგიის შემუშავებაში, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პროკურატურის თითქმის ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა. 

მისი თქმით, ახალი სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მოქნილობის და ეფექტიანობის ზრდა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ასევე, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება კორუფციული დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ფულის გათეთრების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა და გენდერული პოლიტიკის გაძლიერება.

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, 2022 წელს დაინერგება პროკურატურის საჭიროებებზე და სპეციფიკაზე მორგებული ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამა.

„ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის (HR პროგრამა) შექმნის მიზანია საქართველოს პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირება ციფრულ ფორმატში და შესაბამისად, თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა, რის შედეგადაც უკეთ მოხდება საქართველოს პროკურატურის ადამიანური რესურსების ფოკუსირება სტრატეგიულ ინიციატივებზე" - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

გარდა ამისა, გენერალური პროკურორის განცხადებით, 2022 წელს თბილისში საქართველოს პროკურატურის თბილისის რაიონული პროკურატურებისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალი პროექტის მშენებლობის დაწყება იგეგმება, რაც პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით. საქართველოს პროკურატურის ახალ შენობაში განთავსდება ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურები. აღნიშნული რაიონული პროკურატურების თანამშრომლები დაახლოებით თერთმეტი წელია, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. პროკურატურის ახალ შენობაში ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი განთავსდება" - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics