|
2022-02-17 18:43:53, 913 ნახვა
სამართალი
ნათია მერებაშვილი - მნიშვნელოვანია სწორი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახურ დანაშაულზე
ისევე როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში, 2021 წელსაც მნიშვნელოვან მიმართულებად რჩებოდა ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, 2021 წელს მომზადდა ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სახელმძღვანელო მითითების განახლებული ვერსია, რომელიც წარედგინა გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს − სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს. ამგვარი განხილვა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებების საფუძველზე სწორი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრას, ერთგვაროვანი საპროკურორო პრაქტიკის დანერგვას, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, რა დროსაც სწორად შეფასდება დანაშაულის განმეორების რისკები, სასჯელის პრევენციული ეფექტი და ცხადია, გათვალისწინებული იქნება დაზარალებულთა პოზიცია. „ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე სწორი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების მიზნით, შესწავლილ იქნა სასამართლოს გადაწყვეტილებები - განაჩენები და განჩინებები. გაანალიზდა აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისა და სასჯელების დანიშვნის პრაქტიკა. ანალიზის მიზანი იყო, ზუსტად განსაზღვრულიყო ის გარემოებები, რომლებსაც მხედველობაში იღებს სასამართლო მკაცრი თუ ლმობიერი სასჯელებისა და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისას" - აღნიშნა ნათია მერებაშვილმა. როგორც მან განაცხადა, 2021 წელს დაიგეგმა „მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის კვლევა". კვლევა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ტარდება, შეისწავლის სახელმწიფოს მხრიდან გატარებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობას. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვისთვის. საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა ქალთა და არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაული გამოწვევაა და ასევე პრიორიტეტული მიმართულებაა პროკურატურისთვის. „სქესობრივი დანაშაულზე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში ამ კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე სპეციალიზაცია დაინერგა, რის შედეგადაც საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებას ახორციელებენ მხოლოდ ის პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები, რომლებმაც სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს. პროკურატურა, უწყვეტი გადამზადების სისტემის ფარგლებში, მომავალშიც გეგმავს პროკურორთა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებას, რაც საუკეთესო საგამოძიებო, საპროკურორო გამოცდილებას და სასამართლო პრაქტიკის ანალიზს დაეფუძნება" - აღნიშნა ნათია მერებაშვილმა. მისი თქმით, ასევე შემუშავდა სახელმძღვანელო მითითება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების შესახებ". სახელმძღვანელო მითითებით გათვალისწინებული სტანდარტების და მიდგომების დანერგვა ასევე ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკის დანერგვას. ,,ამჟამად ხორციელდება და სამომავლოდაც გაგრძელდება სქესობრივი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი, გაანალიზდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რითაც შესაძლებელი იქნება სწორად და დროულად შეფასდეს, როგორც მიღწეული პროგრესი, ასევე გამოვლინდეს ხარვეზები და საჭიროებები" - განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)