13:55 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 17:41:31, 860 ნახვა

საზოგადოება
ბაკურ აბულაძე - ანტიკორუფციული მიმართულებით სისხლის სამართლის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება მნიშვნელოვანია

საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ანტიკორუფციული მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება, ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოება, რაც უზრუნველყოფს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებას კორუფციის, ფულის გათეთრების და სხვა ტიპის ეკონომიკური დანაშაულებების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში განხილვის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გენერალური პროკურატურის 2021 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია პროკურატურის ანტიკორუფციული მიმართულების შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, გამოძიების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევების დანერგვა და გამოყენება, ადამიანური რესურსების განვითარება. ამასთან, მისივე განცხადებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში აუცილებელია გაგრძელდეს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.  

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოების ჩართულობა და მათი მხრიდან თანამშრომლობის სურვილის მაღალი ხარისხით გამოხატვა სამართალდამცავ ორგანოებთან" - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.

გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან შემოსულ ანგარიშებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ეფექტიანი გამოძიების ჩატარება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტია, რის გათვალისწინებითაც პროკურატურა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.

„2021 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო 17 სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურატურის მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 19 პირის მიმართ, ხოლო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 12 პირის მიმართ. ასევე, კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების პროცესში, მართლმსაჯულების ინტერესების უზრუნველსაყოფად, 2021 წლის განმავლობაში ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ და მოძრავ ქონებებს. ამავე პერიოდში, საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად ჩამორთმეული იქნა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებები" - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics