|
2022-02-17 17:30:38, 893 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედეთის თავდაცვის მინისტრს, ბატონ პიტერ ჰულთქვისთს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. "ჯუანშერ ბურჭულაძემ პიტერ ჰულთქვისთს უწყებებს შორის არსებული სამაგალითო პარტნიორობისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტოტალური თავდაცვის, რეზერვისა და მობილიზაციის სფეროებში წარმატებულ პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის ვიზიტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. პიტერ ჰულთქვისთმა დაადასტურა მზადყოფნა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს აპრილის თვეში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური კუთხით შვედეთის მხარდაჭერა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების აუცილებლობას." - ნათქვამია ინფორმაციაში.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)