13:44 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 16:00:58, 698 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი შოთაძე - პროკურატურის გამჭვირვალობის გაძლიერების პარალელურად, სამწუხაროდ მრავლად არის დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოების ინფორმირებაა ჩვენი საქმიანობის შესახებ, მათ შორის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში. სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პროკურატურის გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები 2021 წელს, რაც გამოიხატა ჩვენს მიერ პროაქტიულად გავრცელებული ინფორმაციების, განცხადებების თუ ჩატარებული ბრიფინგების უპრეცენდენტოდ დიდ რაოდენობაში. ამის პარალელურად, სამწუხაროდ მრავლად არის დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ორგანიზებულ ხასიათს ატარებს. აღნიშნული მიზნად ისახავს პროკურატურის და ზოგადად მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაციას, ამავდროულად, ჩვენი, პროკურორების დემოტივაციას და ჩვენს საქმიანობაზე ხელშეშლის მიზნით, გავლენის მოხდენის მცდელობას. თუმცა, ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ ამ მცდელობებს არანაირი შედეგი არ ექნება, ჩვენ ჩვენს საქმეს კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტიანად აღვასრულოთ და მივაწოდოთ საზოგადოებას სრული და ობიექტური ინფორმაცია" - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი გამოწვევა და ამ მიმართულებით უწყება აპირებს აქტიურად მუშაობას, რომ ცრუ და არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ გავლენა არ მოახდინოს საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობის ხარისხზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics