|
2022-02-16 18:01:22, 862 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - პუტინმა მხედველობაში მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნა, თუმცა ეს ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებას
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომვლადიმერ პუტინმა მიიღო სახელმწიფო სათათბირო ორგანოს მიმართვა, თვითგამოხადებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. „პრეზიდენტმა მიიღო თხოვნა, რეაგირება მოახდინა მასზე, მხედველობაში მიიღო, მაგრამ აღიარება არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს“, - აღნიშნა პესკოვმა. როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, აღნიშნული მიმარვა ნათლად მიუთითებს დეპუტატებისა და საზოგადოების განწობაზე. „პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია დაეხმაროს სიტუაციის მოგვარებას სამხრეთ-აღმოსავლეთში [უკრაინაში] და ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ მინსკის შეთანხმების პაკეტის განხორციელებაში, ყოველმხრივი წვლილის შეტანით“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმა ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით მიმართავს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)