13:37 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 17:00:58, 1004 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - რუსეთის ძალების გასვლა არ გვინახავს, პირიქით კიდევ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი გზაშია

„რუსეთის ძალების არანაირი გასვლა არ გვინახავს. მათ სამხედროების რიცხვი გაზარდეს და კიდევ უფრო მეტი ჯარისკაციც გზაშია“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალებისა და ტანკების გადაადგილების დანახვა არ ადასტურებს იმას, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან რეალურად გაჰყავთ ისინი.

„რუსეთის ძალების არანაირი გასვლა არ გვინახავს. და რა თქმა უნდა, ეს წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური მცდელობის მესიჯებთან. ვხედავთ, რომ მათ სამხედროების რიცხვი გაზარდეს და კიდევ უფრო მეტი ჯარისკაციც გზაშია. ჯერჯერობით, დეესკალაცია არაა. თუ ისინი მართლა დაიწყებენ ჯარების გაყვანას, ეს ისაა, რასაც მივესალმებით. მათ ძალები მუდამ გადაჰყავდათ წინ და უკან, მხოლოდ ძალების, ტანკების გადაადგილების დანახვა არ ადასტურებს მათ რეალურად გაყვანას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics