|
2022-02-16 16:27:24, 898 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკი - ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან ჯარების გაყვანას ვერ ვხედავთ, ამაზე მხოლოდ გვესმის
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ჯარების ნაწილი უკრაინის საზღვრის დატოვებას იწყებს. როგორც ვლადიმერ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინა ჯერჯერობით ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან ჯარების გაყვანას და ამის შესახებ, მხოლოდ ესმის. „სიმართლე გითხრათ, ჩვენ ვრეაგირებთ რეალობაზე, რაც არის და ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ ჯარების გაყვანას, ჩვენ მხოლოდ გვემის ამის შესახებ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნებისმიერ მუქარაზე უკრაინის მხრიდან მშვიდი რეაგირებაა და ყველა ნორმალური ადამიანი, დეესკალაციის მოლოდინშია. „მე არაერთხელ მითქვამს, რომ ნებისმიერ მუქარაზე მშვიდად ვართ, რადგან ჩვენ გვახსოვს, რომ ეს ყველაფერი გუშინ დაწყებული არაა და უკვე მრავალი წელია გრძელდება", - დასძინა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, დღეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ყირიმში სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარისკაცები მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან. ამასთანავე, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები მუდმივი განლაგების ადგილზე, უკრაინის საზღვართან სწავლების სერიის დასრულების შემდეგ, ბრუნდებიან.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)