2022-02-15 16:23:48, 771 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, მშენებარე კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა
ცოტა ხნის წინ, თბილისში, მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა.
ინციდენტი ლუბლიანას ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცები ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მობილიზებული იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,