13:54 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 13:11:17, 759 ნახვა

საზოგადოება
სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ მკლავჭიდის ფედერაცია კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. სამინისტროში, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა და მისმა უფლებადამცველმა კახა კოჟორიძემ წერილი უკვე შეიტანეს. 

"ფედერაციამ მიიღო 4 წლიანი დისკვალიფიკაცია 2025 წლამდე და აქედან გამომდინარე შეგვაქვს ახლა სამინისტროში წერილი და ვიწყებთ სამართლებრივ დავას. სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს ეს თანხა, რაც მსოფლიო ფედერაციამ დაგვაკისრა. ", - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.

როგორც ჯაჭვლიანის უფლებადამცველი აცადებს, სამინისტროს 900 000 დოლარი და 20 000 ევრო უნდა დაეკისროს.

ადვოკატის თქმით, საუბარია იმ თანხაზე, რაც მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ 2021 წელს არ გამართული ჩემპიონატის გამო საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას დააკისრა.

ჩვენ ვითხოვთ, რომ სამინისტროს დაეკისროს დაახლოებით 900 000 დოლარი და 20 000 ევრო. ეს არის ის ფინანსური სანქიცა, რომელიც მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ ქართულ მკლავჭიდის ფედერაციას დააკისრა, იმის გამო რომ სამინისტროს ბრალეული ქმედებით საქართველოში ჩაიშალა 2021 წელს მსოფლიო მკლავჭიდის ჩემპიონატის ჩატარება" , -  განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა და მისმა უფლებადამცველმა კახა კოჟორიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics