|
2022-02-12 15:18:44, 717 ნახვა
საზოგადოება
ვერის პარკის საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპის საჯარო განხილვა გაიმართა
თბილისის მერიამ სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ვერის პარკის საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპის საჯარო განხილვა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება ასევე სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და განხილვაში მონაწილეობა დაინტერესებულ პირებს ონლაინ რეჟიმშიც შეეძლოთ. „ვერის პარკის საპროექტო სამუშაოებს თბილისის მერიის ინიციატივით და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ვერის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, კომპანია ,,ატელიე არქიტექტს“ ახორციელებს. საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპი კვლევითი სამუშაოების განხორციელებას და დიზაინის კონცეფციის შემუშავებას მოიცავდა. ღონისძიებაზე ვერის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კასრელიშვილმა და პროექტის მთავარმა არქიტექტორმა, რატი ჩომახიძემ დამსწრე საზოგადოებას პროექტი დეტალურად გააცნეს. საჯარო განხილვაში მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, თბილისის განვითარების ფონდის, ევროპის საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები. საჯარო განხილვა მოიცავდა დისკუსიასაც. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები დაეფიქსირებინათ. ღონისძიების მონაწილეებმა საპროექტო სამუშაოებში ჩართული ექსპერტების და სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც განიხილეს და პროექტში პრიორიტეტული მიმართულებების ასახვაზე იმსჯელეს. ვერის პარკის რეაბილიტაციის პროექტი სამ ეტაპად შემუშავდება. პირველი ეტაპი - კვლევითი სამუშაოების განხორციელებას და დიზაინის კონცეფციის შემუშავებას ითვალისწინებს, მეორე ეტაპი - არქიტექტურული პროექტის შემუშავებას, ხოლო მესამე ეტაპი - დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას. საჯარო განხილვების ჩატარება პროექტის ყოველი ეტაპის დასასრულების შემდგომ არის დაგეგმილი“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)