|
2022-02-12 10:29:04, 710 ნახვა
საზოგადოება
სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია გრძელდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციას გულისხმობს, გრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, შეხვედრები გაიმართა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სიმონეთში, რის შემდეგაც ადგილობრივებმა COVD 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი, მეორე და ე.წ. ბუსტერ დოზები გაიკეთეს. სამინისტროს კამპანიის მიზანი, ქვეყნის მასშტაბით, იმუნიზაციის პოპულარიზაცია და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში მოსახლეობის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვაა. ქვემო სიმონეთში იმუნიზაციის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, მოადგილე მირზა ქოჩიაშვილთან ერთად დაესწრო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში - 200, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზის ჩატარების შემთხვევაში, 100 ლარს მიიღებენ.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)