21:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-12 09:38:17, 794 ნახვა

მსოფლიო
დმიტრო კულება - მქონდა საუბარი ჯოზეფ ბორელთან, დადასტურებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზადაა

დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან საუბრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა. 

დმიტრო კულებამ ევროკავშირს მტკიცე პოზიციისთვის, უკრაინის მხარდაჭერისთვისა და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა. 

„მქონდა საუბარი ჯოზეფ ბორელთან, რომელიც კონცენტრირებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე. დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციისთვის, გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის“, – ნათქვამია დმიტრო კულებას განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics