17:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-11 15:09:13, 930 ნახვა

რეგიონი
ზურაბ კოპაძე - ბიუჯეტიდან 2022 წელს მოქალაქეების სოციალური დახმარებისთვის 1 050 000 ლარია გამოყოფილი

კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2022 წელს მოქალაქეების სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილია 1 050 000 ლარი, რომელიც 2021 წლის 17 დეკემბერს  კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2021 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოქალაქეების სოციალური დახმარებისათვის განსაზღვრული იყო 995 000 ლარი, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე თანხა გაიზარდა და დახმარება გაეწია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 2583 მოქალაქეს და 361 იძულებით გადაადგილებულ  ოჯახს. 

"ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით ყოველწლიურად იზრდება სოციალური პროგრამის მუხლების რაოდენობა და შესაბამისად დაფინანსება. 2022 წელს პროგრამის 33 მუხლს დაემატა ახალი 34-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერად დახმარებას.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. მიმდინარე წლის 10 თებერვლის მდგომარეობით შემოსულია და დაკმაყოფილებულია 655 მოქალაქის განაცხადი. ქალაქში 80 ბენეფიციარზე ფუნქციონირებს  უფასო სასადილო, სადაც კვირაში 6 დღის განმავლობაში ერთჯერად ცხელ სადილს იღებენ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics