22:01 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-11 14:53:36, 769 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი - რუსეთი შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, მათ შორის ოლიმპიადის მიმდინარეობისას

რუსეთმა უკრაინის საზღვარზე დამატებითი ძალები გაგზავნა და შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს შეჭრა, მათ შორის, პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დროს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ჩვენ ვიმყოფებით ფანჯარაში, სადაც შესაძლოა, შეჭრა ნებისმიერ დროს დაიწყოს, ეს მოიცავს ზამთრის ოლიმპიადასაც“, - განაცხადა ბლინკენმა.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ვაშინგტონი აგრძელებს  უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების „გაყვანას“ და კვლავ მოუწოდა უკრაინაში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყანა.

„მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის ესკალაციის ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, მათ შორის, ახალი ძალების ჩამოსვლას უკრაინის საზღვარზე“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რუსეთი, რომელსაც უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, დასავლეთის ბრალდებებს უარყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics