|
2022-02-09 15:53:39, 811 ნახვა
საზოგადოება
მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა დაავალა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლომა, ექს-პრეზიდენტთან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ექიმების არშეშვებასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველემა მოითხოვეს, რომ მას გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა და ცენტრ "ემპათიას" ექსპერტებმა შეძლონ მიხეილ სააკაშვილის მონახულება. "ვშუამდგომლობ 191 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რომ მოსამართლემ განჩინებით დაავალოს პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს სრულფასოვნად განხორციელდეს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა. ამჟამინდელი მკურნალობა არის არაადეკვატური, არ იწვევს პოზიტიურ შედეგებს, პირიქით, გვაქვს გაუარესება და ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის დასკვნაც გვაქვს წარმოდგენილი. არსებობს კიდევ სხვადასხვა დასკვნები ამასთან დაკავშირებით... პაციენტის უფლებების შესახებ კანონითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, მას უფლება აქვს თავისუფლად აირჩიოს ექიმები, ეს არის მისი პირადი ექიმი და ასევე, ბრალდებულს არ შეიძლება უარი ეთქვას ალტერნატიულ ექსპერტიზაზე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)