15:52 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-09 12:19:44, 781 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის” გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

"თიბისისა" და "თიბისი კაპიტალის" სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის" მესამე ნაკადის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

პირველი ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - მარიამ ქანაშვილმა და გიორგი მესხმა, მეორე საპრიზო ადგილი კი, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტებმა - ნინო შანიძემ და ნინო სირაძემ დაიკავეს. ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცა.

"თიბისი კემპის" მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის ცნობადობის გაზრდა და ამ მიმართულებით, განათლების ხელშეწყობაა. 2021 წელს პროექტმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 უნივერსიტეტი და IV კურსის 90-მდე სტუდენტი გააერთიანა. სტუდენტებმა, სემესტრის განმავლობაში, სხვადასხვა ეტაპი გაიარეს: ესწრებოდნენ თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს, განიხილავდნენ ბიზნეს-ქეისებს, ბოლო ეტაპზე კი, თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, საბოლოო საინვესტიციო პროექტები წარადგინეს.

„საინვესტიციო სფეროში დამწყები სპეციალისტებისთვის ასეთი საინტერესო და სიღრმისეული პროგრამები იშვიათია. სწორედ ამიტომ, „თიბისი კემპის" შესახებ როგორც კი გავიგე, ძალიან დავინტერესდი. პროგრამის ყველაზე საინტერესო ეტაპი "ინვესტორების" წინაშე ჩვენი ფინალური პროექტის წარდგენა და ჩვენს საინვესტიციო შეთავაზებაში მათი დარწმუნება იყო. ჩვენ მიერ შერჩეული კომპანიის ანალიზის შემდეგ, იმდენად გვჯეროდა წარდგენილი საინვესტიციო რეკომენდაციის, რომ "ინვესტორების" დარწმუნებაც არ გაგვიჭირდა", - გიორგი მესხი, „თიბისი კემპის" გამარჯვებული.

„ფინანსები ადრეული ასაკიდანვე მაინტერესებდა. კონკრეტულად საინვესტიციო სფეროთი კი, უნივერსიტეტში დავინტერესდი. ეს არის მიმართულება, რომელიც სწორი, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. მე კი მომავალ საქმიანობას სტარტაპებთან საინვესტიციო მიმართულებით მუშაობას ვუკავშირებ", - მარიამ ქანაშვილი, "თიბისი კემპის" გამარჯვებული.

„თიბისი კემპი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ, უკეთ ეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს. პროგრამის გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარულები ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მეორე ნაკადის გამარჯვებულები 1 წელია უკვე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და რეპორტების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ", - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics