16:42 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-09 11:14:23, 371 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „კავკასფექი“ განვითარებას განაგრძობს

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-ზე მეტი ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. მონაწილე კომპანიებმა დარგის ექსპერტებისგან ისეთ საკითხებზე მიიღეს კონსულტაციები, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ანალიტიკა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვა. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „კავკასფექი“.

2011 წლიდან, „კავკასფექი“ ერთჯერადი შესაფუთი მასალების წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაციას კომპანია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე - აშშ-ში, კანადაში, პანამაში, თურქეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთსა და უკრაინაში ახორციელებს.

დღეს კომპანია 90-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. „კავკასფექს“ ეკომეგობრული მიდგომა გამოარჩევს. მისი პროდუქცია გადამუშავებული ბოთლებისგან იწარმოება.

„კავკასფექის ფუნდამენტურ პრინციპს ეკოლოგიაზე ზრუნვა წარმოადგენს. მოსახლეობის მიერ გამოყენებული პლასტმასის ბოთლი არ ხვდება ბუნებაში და მისი რეციკლირების საფუძველზე, ვიღებთ ახალ პროდუქტს. ამჟამად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ენერგოეფექტურობის გაზრდაა. საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, ვიყოთ უფრო მოქნილები და გაზრდილი შესაძლებლობების საფუძველზე, გავხდეთ მეტად კონკურენტუნარიანები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, - აცხადებს „კავკასფექის“ დირექტორი და დამფუძნებელი, ამირან ცერცვაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას. პროექტი კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ. 
 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics