16:44 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 15:29:51, 658 ნახვა

საზოგადოება
„ბათუმი ავარიული სახლების“ გარეშე პროგრამის ფარგლებში 70 ოჯახს ბინები გადაეცემა

აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ სამთავრობო პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" განხორციელება დაიწყო.  პროგრამის ფარგლებში 2025 წლამდე ბათუმში 3000 ოჯახი უსაფრთხო საცხოვრისით იქნება უზრუნველყოფილი.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 70 ოჯახს დღეიდან მოუგვარდება ბინების პრობლემა. ოჯახებს ბინები აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის საბინაო ფონდიდან გადაეცემათ. 

უწყების ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში რურუას ქუჩაზე #1 ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას გადაწყვეტილების შესახებ ადგილზე გააცნეს.

"კორპუსის მაცხოვრებლები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობდნენ. აღნიშნული ოჯახები ბათუმის მერიის მიერ ქირით იყვნენ გაყვანილი.

მოსახლეობას ბინები გადაეცემათ დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსში სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში. პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელით ჩანაცვლდება.

ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი ავარიულ პირობებში ცხოვრობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში, საჭიროების მქონე ყველა ოჯახი, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო საცხოვრისით. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 80 მლნ ლარს და ავარიული სახლების ჩანაცვლება ეტაპობრივად განხორციელდება. პროგრამის განსახორციელებლად მხოლოდ 2022 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული." - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საბიუჯეტო პროგრამის პარალელურად განხორციელდება ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი საცხოვრებელი სახლების გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთების კერძო სექტორისთვის შეთავაზება.

ამასთან,  დაწყებულია პრობლემის მოგვარება ე.წ შანხაის დასახლებაში, სადაც ავარიულ სახლებში მცხოვრები 150 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი შენდება . 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics