08:51 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 13:25:57, 1845 ნახვა

ომი უკრაინაში
თამარ გაბუნიამ განმარტა, რამდენ დღემდე შეიძლება შემცირდეს უსიმპტომო პაციენტებისთვის იზოლაციის ვადა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განმარტა, რამდენ დღემდე შესაძლოა შემცირდეს იზოლაციის ვადა კოვიდინფიცირებული უსიმპტომო პირებისთვის.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, იზოლაციის ვადა შესაძლოა შემცირდეს იმ დათქმით, რომ პირმა მე-5 დღეს, კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ბიზნეს აქტივობა გააგრძელოს.

„ჯერჯერობით იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის კვლავაც რჩება რვა დღე, თუმცა მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ, სხვა ქვეყნების ვალდებულება არსებობს, სადაც იზოლაციის ვადა იმ დათქმით, რომ მე-5 დღეს ჩატარდება ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირმა გააგრძელოს ჩვეული ბიზნეს აქტივობა, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენებით, ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. აქცენტი მეტად კეთდება იმ პროფესიებზე, ვისი დატვირთვაც და სამსახურში დროულად დაბრუნება, მნიშვნელოვანია. ამ კვირაში დამატებითი მსჯელობა იქნება და თუკი ექსპერტები მხარს დაუჭერენ, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით განცხადებასაც გავაკეთებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics