|
2022-02-08 12:49:48, 604 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა ადაპტირებული ურბანული დაგეგმარების ახალი გზამკვლევები წარადგინა
თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ვირტუალურ შეხვედრაზე წარადგინეს ორი ახალი გზამკვლევი, რომლის მიზანია ურბანულ დაგეგმარებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალაქის მცხოვრებთათვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. გზამკვლევები, ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. მისი თქმით, აღნიშნული გზამკვლევები გააუმჯობესებს დედაქალაქის ინკლუზიურობის ხარისხს. „ეს გზამკვლევები გამოყენებული იქნება ადგილობრივი და სახელმწიფო მასშტაბის ურბანულ დაგეგმარებაში, ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თავისუფლად გადაადგილებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეკრეაციული სივრცეების პროექტირების პროცესში, რათა გათვალისწინებული იყოს ყველა ასაკობრივი კატეგორიისა და სქესის საჭიროებები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. გზამკვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმაც. „საქართველო და აზიის განვითარების ბანკი მრავალი წელია თანამშრომლობენ ურბანული განვითარების მიმართულებით, მათ შორისაა ქალაქების მდგრადი განვითარების პროექტი. ეს გზამკვლევები ადაპტირებული ქალაქების გზამკვლევებთან ერთად ხელს შეუწყობს გენდერზე ორიენტირებული, ადაპტირებული დაგეგმარების დანერგვას და საქართველოს ქალაქების უფრო მდგრად განვითარებას“, - განაცხადა მან. ქალაქების მდგრადი განვითარება აზიის განვითარების ბანკის 2030 სტრატეგიის შვიდი პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. ბანკი მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების მიერ ქალაქების უსაფრთხო, მრავალმხრივი და მდგრადი განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელთა შორისაა გენდერზე ორიენტირებული სერვისებისა და ინკლუზიური ურბანული დაგეგმარების განვითარება, ამ გზით კი, ურბანული გარემოს გაუმჯობესება. „საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა მდგრადი განვითარების მიზნების დასანერგად. საქართველოს ურბანული ხედვა მოიცავს საცხოვრებლად კომფორტული ურბანული განაშენიანებისა და სხვა დასახლებების განვითარებას ინტეგრირებული ურბანული დაგეგმარებით, ინკლუზიური და ადაპტირებული მიდგომებით. მოხარული ვართ, რომ ამ საქმეში ვეხმარებით საქართველოს“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ბრუნო კარასკომ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტებმა, რომლებმაც გზამკვლევების პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)