|
2022-02-08 11:00:32, 762 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ვლადიმირ ზელენსკის - მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე ჩემო ლამაზო
მოგწონს, არ მოგწონს - მოითმინე ჩემო ლამაზო, - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვას, არის თუ არა ძალაში ე.წ მინსკის შეთანხმება. აღნიშნული განცხადებით ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის მიმართა და აღნიშნა, რომ კიევში ხან ამბობენ, რომ დაიცავენ, ხან კი იძახიან, რომ ე.წ მინსკის შეთანხმება ქვეყანას დაანგრევს. „რაც შეეხება მინსკის შეთანხმებას, ცოცხალია თუ არა და აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა. მიმაჩნია, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიევში ხან ამბობენ, რომ დაიცავენ, ხან ამბობენ, რომ ეს ქვეყანას დაანგრევს. მოქმედმა პრეზიდენტმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ მოსწონს. „მოგწონს, არ მოგწონს - მოითმინე, ჩემო ლამაზო". უნდა შესრულდეს. სხვანაირად არ გამოვა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)