|
2022-02-08 01:28:57, 723 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - რუსეთი უკრაინაში შეჭრას თუ აირჩევს, ნატო მზადაა ამისთვის
უკრაინის კრიზისის ფონზე, შეერთებული შტატები და გერმანია რუსული აგრესიის საკითხის განსახილველად მზად არიან, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „გერმანია და შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მჭიდროდ მუშაობენ დიპლომატიური რეზოლუციების გასატარებლად. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, კეთილსინდისიერად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები რუსეთთან. გერმანია ასევე არის ლიდერი, რომელიც დაძაბულობის დეესკალაციისკენ უბიძგებს და „ნორმანდიული ფორმატის“ მეშვეობით დიალოგს უწყობს ხელს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შემდგომ შეჭრაზე გააკეთებს არჩევანს, ჩვენ ერთობლივად ვართ მზად ამისთვის და ნატო მზადაა ამისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბრისას მხარეებმა მჭიდრო ალიანსის შენარჩუნებისა და ძლიერი სასანქციო პაკეტის შემუშავების საკითხები განიხილეს, რომელიც საკითხის საერთაშორისო გადაწყვეტას ნათლად გამოხატავს და დააწესებს სწრაფ, მძიმე შედეგებს, თუ რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს. „თუ რუსეთი შეიჭრება, ეს ნიშნავს, რომ ტანკები ან ჯარები კვლავ გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს და მაშინ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ იქნება“, – დაამატა ბაიდენმა.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)