|
2022-02-07 12:11:17, 1153 ნახვა
რეგიონი
აჭარაში, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, იმ სოფლებში, სადაც ვაქცინაციის მოცვა შედარებით დაბალია, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად იმართება. აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა ისაუბრა კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი სახელმწიფო პროგრამის და ბუსტერ დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში 100 ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემის შესახებ. "სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი პროგრამა გრძელდება თებერვლის თვის განმავლობაში. 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში მიიღებენ 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზის ჩატარების შემთხვევაში 100 ლარს. ვფიქრობ აღნიშნულმა პროგრამამ ხელი შეუწყო ვაქცინაციის ჩატარების მსურველთა რაოდენობის ზრდას. ჩვენ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს ვაგრძელებთ. მორიგი შეხვედრა გავმართეთ ოჩხამურის ამბულატორიაში. აჭარაში სამიზნე კონტიგენტის 80%-ზე მეტი აცრილია, გვსურს ეს ციფრი 100%-მდე გავზარდოთ. მოგეხსენებათ ოჩხამური შედარებით დაბალი მომართვინობით ხასიათდება, აქედან გამომდინარე ეს სოფელი ჩვენთვის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს", - აღნიშნა აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. აჭარაში ამ დროისთვის ჩატარებულია 320 229-ზე მეტი დოზა ვაქცინა. ბუსტერ დოზით აცრილია 13 590 მოქალაქე.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)