17:45 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-06 12:52:07, 686 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების დღე აღნიშნეს

6 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს და ამ თარიღთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს კიბერშესაძლებლობების გაძლიერების საქმეში ჩართული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშული, მინისტრმა აშშ-ის და ლიეტუვას თავდაცვის ატაშეებსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელს მჭიდრო თანამშრომლობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების კუთხით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა კიბერუსაფრთხოების ბიუროს, როგორც უწყებრივი, ასევე ეროვნული დონის კიბერაქტორის როლი ქვეყნის კიბერთავდაცვითი მდგრადობის უზრუნველყოფაში.

ამასთან, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ბიუროში მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს და შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი, ლუკა მგელაძე დაესწრნენ.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო 2014 წლის 6 თებერვალს შეიქმნა. კიბერუსაფრთხოების ბიუროს მთავარ ამოცანად თავდაცვის სექტორში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, ერთ-ერთ პრიორიტეტად კი, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და ახალგაზრდა კადრების მოზიდვა დასახელდა. თავდაცვის უწყების დოკუმენტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია 2021-2024 განსაზღვრული მიმართულებები, ადამიანური რესურსების, პროცესებისა და ტექნოლოგიის ოპტიმიზაციის გზით, ხელს უწყობს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების ზრდას და მიზნად ისახავს სისტემის ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics